ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია კლიმატის ცვლილებაზე ანგარიშს გადახედავს


ტრამპის ადმინისტრაცია 13 ფედერალური სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშის გადახედვას ახდენს. ანგარიშში მოყვანილი დასკვნები ადმინისტრაციის თვალთახედვას ეწინააღმდეგება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „უკიდურესად სარწმუნოა“, 1951 წლიდან ადამიანის საქმიანობამ, დედამიწის ტემპერატურის ზრდის ნახევარზე მეტი გამოიწვია. ეს პოზიცია არ ეთანხმება ადმინისტრაციის ხედვას, რომ გლობალური დათბობის მიზეზი დაუდგენელია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ1951-დან 2010 წლამდე, ადამიანის ფაქტორმა ტემპერატურის ცელსიუსით 0.6 დან 0.7 გრადუსამდე ზრდა გამოიწვია და სითბოს შემაკავებელი სათბური გაზის გამოყოფას, სხვადასხვა მიზეზს შორის წამყვანი ადგილი უკავია.

ზოგიერთი მეცნიერი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა ადმინისტრაციამ ეს ანგარიში შეასწოროს ან ჩაახშოს. მეორეს მხრივ, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების თეორიისადმი სკეპტიკურად განწყობილნი იმით არიან შეშფოთებული, რომ ეს ანგარიში, უფრო ყოვლისმომცველ, კლიმატის ეროვნულ შეფასებასთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG