ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულების მოლოდინში


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი დღეს ხელს რამდენიმე ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ-ერთი მორიგი დადგენილება ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას დროს მიღებული გარემოს დაცვის რეგულაციების შეცვლას ისახავს მიზნად.

საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპი ობამას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკას “სამუშაო ადგილების გამანადგურებელს”, “სულელურს” უწოდებდა და ამომრჩევლებს მათ შეცვლას დაპირდა. თეთრი სახლის განმარტებით, მათი გადახედვა გარემოს დაცვის სააგენტოს დაევალება. ახალი ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს დაფინანსება 31 პროცენტით უნდა შემცირდეს, რაც ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების თითქმის სრულ შეწყვეტას გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG