ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯინა ჰასპელის კანდიდატურის მოხსნა არ იგეგმება


ჯინა ჰასპელი
ჯინა ჰასპელი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს“ დირექტორობის მის მიერ წარდგენილი კანდიდატი ჯინა ჰასპელს იმის გამო აკრიტიკებენ, „რომ ის ძალიან მკაცრია ტერორისტების მიმართ“.

ორშაბათ დილით პრეზიდენტმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი ჰასპელი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთავაზობდა პრეზიდენტს იმის გამო, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვებისას მისი როლის შესახებ.

„დაფიქრდით, ამ ყველაზე საშიშ დროს, ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური პირი, ქალი, ვისი დამტკიცებაც დემოკრატებს არ უნდათ, რადგან ის მკაცრია ტერორიზმის მიმართ. გამარჯვება ჯინას“, - დაწერა პრეზიდენტმა.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ჰასპელი შეშფოთებულია იმით, რომ ამ კვირაში სენატში დაგეგმილმა მოსმენამ შესაძლოა დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს სააგენტოს და პირადად მის რეპუტაციას. თუმცა თეთრი სახლის ერთ-ერთმა სპიკერმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის მოხსნა არ იგეგმება.

ჰასპელმა ამერიკელი კანონმდებლების შეკითხვებს ოთხშაბათს უნდა უპასუხოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG