მექსიკის სამხრეთში მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომლის შედეგადაც 100-მდე ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, დონალდ ტრამპმა მის მექსიკელ კოლეგას დაურეკა. მომხდარის გამო ენრიკე პენია ნიეტოსთან დონალდ ტრამპმა ღრმა მწუხარება გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მან გამოხატა პატივისცემა მექსიკის მიმართ.
დაგვიანებული ზარი, დონალდ ტრამპმა, სოციალურ პლატფორმა „ტვიტერზე“ ახსნა იმით, რომ მიუხედავად მცდელობისა, ის ვერ დაუკავშირდა მის მექსიკელი კოლეგას, პრეზიდენტ პენია ნიეტოს, რადგან სავარაუდოდ მისი ტელეფონი მიწისძვრის ზონაში არ იჭერდა.
Facebook Forum