ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში მიწისძვრამ 61 ადამიანი იმსხვერპლა


შაბათს, მექსიკის სამხრეთში, იქ სადაც ხუთშაბათს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა უკვე 61-მდეა გაზრდილი.

ქალაქ უაჰაკას ხელისუფლება იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე ნიეტო აცხადებს, რომ ხუთშაბათის მიწისძვრა უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე 1985 წლის მიწისძვრა, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. პრეზიდენტმა, პარასკევს სატელევიზიო მიმართვისას, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ მთავრობა აღდგენით სამუშაოებს დაეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG