ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სიკვდილით დასჯაზე კალიფორნიის მორატორიუმს აკრიტიკებს


გევინ ნიუსომი, კალიფორნიის გუბერნატორი
გევინ ნიუსომი, კალიფორნიის გუბერნატორი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს დაესხა თავს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე.

პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კალიფორნიის გუბერნატორი 737 მკვლელის სიკვდილით დასჯას შეაჩერებს ამომრჩეველთა მოთხოვნის მიუხედავად და მსხვერპლთა ოჯახებს, დაღუპულთა ოჯახებს და პირადად მას, ეს სულაც არ ახარებს.

ოფიციალურად გამოცხადებამდე, გუბერნატორის განცხადების ტექსტი საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, სადაც გევინ ნიუსომი ამბობს, რომ „გამიზნულად რომელიმე სხვა ადამიანის მკვლელობა არასწორია" და ის იხსენებს შემთხვევებს, როცა სიკვდილით დასჯის განაჩენი შეცდომით, არასწორად იქნა გამოტანილი და შესაბამისად, დაისაჯა უდანაშაულო ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ მორატორიუმი გულისხმობს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ლეთალური ინექციით სასჯელის უმაღლეს ზომას შეაჩერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG