ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წარმოადგინა


11 მარტს თეთრმა სახლმა წარმოადგინა 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი კანონპროექტი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად და არალეგალური იმიგრაციის აღსაკვეთად 8,6 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ტრამპის წინადადება კედლის აშენების დასაფინანსებლად, სავარაუდოდ, წინ უსწრებს ახალ დავას კონგრესმენებთან. წარმომადგენელთა პალატაში, სადაც დემოკრატიულ პარტიას უმრავლესობა აქვს, უკვე განაცხადა, რომ კედლის აშენებას არ დააფინანსებს და ადმინისტრაციის ამ წინადადებას დაბლოკავს.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გეგმა მოიცავს ბევრი უსარგებლო საბიუჯეტო პროგრამის გაუქმებას და ამ სახით საჭირო სახსრების მოძიებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG