ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სენატი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებს


დღეს სენატი ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამერიკის პრეზიდენტი უარყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას რუსეთის ქმედებები მას გამარჯვებაში დაეხმარა. სენატის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე კი დონალდ ტრამპი ამ პროცესებში მის წინამორბედს, ბარაკ ობამას ადანაშაულებს. მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციამ მაიკ ფლინს, უსაფრთხოების საკითხებში ეროვნულ მრჩეველს საიდუმლო ინფორმაიაზე წვდომის უმაღლესი ხარისხის დაშვება მისცა.

გადამდგარი გენერალი მაიკ ფლინი ტრამპმა 24 დღეში გაათავისუფლა. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ მან ვიცე პრეზიდენტსა და სხვებს ამერიკაში რუსეთის ელჩთან არსებული კონტაქტების შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ტრამპის თქმით, ამაზე ამერიკული მედია საკმარისად ბევრს არ საუბრობს.

ამასთან, გამომძიებლების თქმით, ფლინმა 2015 წელს მოსკოვსა და თურქეთში ვიზიტების ფარგლებში 500 000 ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა მიიღო, მიუხედავად არსებული მკაცრი შეზღუდვისა, რომ სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ არ მიეღო ფული უცხო ქვეყნების მთავრობებისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG