ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი გამოკითხვების ავთენტურობას არ ენდობა


დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა „ბევრად დიდი და ძლიერია ვიდრე აქამდე“, მიუხედავად ახალი გამოკითხვებისა, რომლებიც ამ მხარდაჭერის კლებაზე მიუთითებს.

პრეზიდენტმა ამ თემას სოციალურ ქსელ ტვიტერში განცხადებების ახალი სერია მიუძღვნა. დონალდ ტრამპი ამ დღეებში ნიუ ჯერსის შტატში ისვენებს და როგორც თვითონ ამბობს გოლფის საკუთარ კურორტზე ის „სამსახურებრივ შვებულებას“ ატარებს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ამომრჩევლის მესამედი იწონებს პრეზიდენტის საქმიანობას. მხარდაჭერის კლება შეინიშნება იმ გამოკითხულ ამომრჩეველში, რომელმაც ხმა მას მისცა.

თავად პრეზიდენტი საკუთარი წარმატების მაგალითად სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას, ბიზნესის დერეგულირებაში შეტანილ სიახლეებს და უფრო მტკიცე სასაზღვრო კონტროლის სფეროს ასახელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG