ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი "ტვიტერზე" ბალტიმორის კონგრესმენს აკრიტიკებს


შეერთებული შტატები პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა ორშაბათს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორის და მისი კონგრესმენის ელაია კუმინგსის კრიტიკა განაგრძო.

„ბალტიმორს, რომელსაც ელაია კუმინგსი ხელმძღვანელობს, მთელს ქვეყანაში ყველაზე საშინელი დანაშაულის სტატისტიკა აქვს. 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ლაპარაკი და არანაირი საქმე“, - განაცხადა ტრამპმა "ტვიტერზე".

სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ტრამპმა 68 წლის კუმინგს, რომელიც მეცამეტედ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, „სასტიკი ბული“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ოლქი „გულისამრევი“ და „ვირთხების და მღრღნელების ინფექციით სავსეა“. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კუმინგსის ოლქი „ბევრად უარესი და უფრო საშიშია“ ვიდრე ამერიკის სამხრეთ საზღვარზე განთავსებული ნაგებობები, სადაც იმ მიგრანტებს ათავსებენ, რომლებიც არაკანონიერად კვეთენ საზღვარს.

პრეზიდენტის კომენტარების მიუხედავად, მთავრობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ კუმინგსის ოლქის მონაცემები შემოსავლისა და უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. მის ოლქში ბალტიმორის გარეuბნებიც შედის.

კიდევ ერთ განცხადებაში „ტვიტერზე“ პრეზიდენტმა დაწერა: „რატომ იგზავნება ამდენი ფული ელაია კუმინგსის ოლქში, რომელიც ყველაზე ცუდად მმართულად და ყველაზე საშიშად მიიჩნევა მთელს შეერთებულ შტატებში. არცერთ ადამიანს არ მოუნდება იქ ცხოვრება. სად მიდის ეს ფული? რამდენს იპარავენ? გამოიძიეთ ეს კორუფციული არეულობა დაუყოვნებლივ“.

კუმინგსმა თავი დაიცვა და განაცხადა, რომ ის საკუთარი ოლქისთვის ყოველდღიურად იბრძვის. „ჩემი კონსტიტუციური მოვალეობა აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობაა. ჩემი მორალური ვალდებულება ჩემი ამომრჩევლისვის ბრძოლაა“, - განაცხადა მან პრეზიდენტის პასუხად.

ცოტა ხნის წინ, კონგრესში წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც კუმინგსია, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენის მდივნის მოვალეობის შემსრულებელს კევინ მაკალინანს მოუსმინა. კუმინგსი მაკალინანს აშშ-ის სამხრეთის საზღვარზე იმიგრანტთა დაკავების ობიექტების მდგომარეობის გარშემო თავს დაესხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG