ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, განაახლოს ექვსი მუსლიმური სახელმწიფოდან ამერიკაში შემოსვლის შეზღუდვები. ეს ქვეყნებია: ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი.

ტრამპის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს გუშინ თხოვა შეისწავლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც საპრეზიდენტო განკარგულება შეაჩერა.

იუსტიციის დეპარტამენტის სპიკერმა სარა ისგურ ფლორესმა განაცხადა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულება კანონის ფარგლებში ჯდება და რომ “ის ქვეყანას და ხალხს ტერორიზმისგან დაიცავს.” ფლორესმა ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტს არ მოეთხოვება ქვეყანაში მიიღოს ხალხი იმ ქვეყნებიდან, “რომლებიც ტერორიზმს აფინანსებენ, ან მფარველობენ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG