ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ეკონომიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის მიმართულებით, მორიგი ნომინანტები დაასახელა

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის რესპუბლიკური პარტიის შეხვედრაზე. ვაშინგტონი, აშშ. 13 ნოემბერი, 2024 წ.
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის რესპუბლიკური პარტიის შეხვედრაზე. ვაშინგტონი, აშშ. 13 ნოემბერი, 2024 წ.

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ნომინაციაზე გააკეთა, ამჯერად - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან ხელისუფლებას ტრამპი მას შემდეგ გადაიბარებს, რაც 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცს საზეიმოდ დადებს.

შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლად ტრამპმა ჯემისონ გრირი წარადგინა. გრირი მის წინა ადმინისტრაციაში თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო. 26 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ გრირმა წამყვანი როლი ითამაშა ჩინეთზე ტარიფების დაწესებაში, ასევე - კანადასთან და მექსიკასთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებათა დადებაში.

არჩეულმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელად კევინ ჰასეტი დაასახელა. ტრამპს წარსულში მასთანაც წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. მისი პრეზიდენტობის დროს ჰასეტი სათავეში ედგა ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს.

ტრამპის თქმით, ამ ახალ როლში ჰასეტი "განაახლებს და გააუმჯობესებს" გადასახადების შემცირების ინიციატივას, რომელიც მან 2017 წელს დანერგა. ამას გარდა, არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ჰასეტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ "ამერიკული ოჯახებისთვის ინფლაციით მიყენებული ზარალის" გამოსწორების საქმეში.

26 ნოემბერს ტრამპმა რამდენიმე ნომინაცია ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ რამდენიმე თანამდებობაზეც გამოაცხადა. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგეს ჯანდაცვის ეკონომისტი, ჯეი ბატაჩარია.

ბატაჩარია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, სავალდებულო ვაქცინაციისა და კარანტინების მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტში მდივნის მოადგილედ ტრამპმა ჯიმ ო'ნილი წარადგინა, რომელიც ამავე უწყების ყოფილი ოფიციალური პირია.

დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე

მარკო რუბიო, ფლორიდის სენატორი (მარჯვნივ) შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული. 53 წლის რუბიო ჩინეთის, კუბისა და ირანის წინააღმდეგ მკაცრი გამოსვლებით გამოირჩევა. ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და დაზვერვის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეა. 
1/16 მარკო რუბიო, ფლორიდის სენატორი (მარჯვნივ) შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული. 53 წლის რუბიო ჩინეთის, კუბისა და ირანის წინააღმდეგ მკაცრი გამოსვლებით გამოირჩევა. ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და დაზვერვის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეა. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსის" (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი ამერიკის თავდაცვის მდივნის პოსტზე დაასახელეს. 44 წლის ომის ვეტერანი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის რეზერვისტიცაა. პენტაგონის მომავალმა შეფმა უნდა უხელმძღვანელოს შეერთებული შტატების თავდაცვის უზარმაზარ დეპარტამენტს, რომელშიც ერთიანდება 800 000-ზე მეტი თანამშრომელი და ორმილიონიანი ამერიკული არმიის შემადგენლობა.
2/16 ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსის" (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი ამერიკის თავდაცვის მდივნის პოსტზე დაასახელეს. 44 წლის ომის ვეტერანი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის რეზერვისტიცაა. პენტაგონის მომავალმა შეფმა უნდა უხელმძღვანელოს შეერთებული შტატების თავდაცვის უზარმაზარ დეპარტამენტს, რომელშიც ერთიანდება 800 000-ზე მეტი თანამშრომელი და ორმილიონიანი ამერიკული არმიის შემადგენლობა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მეტ გაეცი ნომინიტრებულია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე. 5 ნოემბერს მეტ გაეცი ფლორიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი 13 ნოემბერს, პოსტიდან მოულოდნელად გადადგა. 
3/16 წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მეტ გაეცი ნომინიტრებულია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე. 5 ნოემბერს მეტ გაეცი ფლორიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი 13 ნოემბერს, პოსტიდან მოულოდნელად გადადგა. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
ერაყის ომის ვეტერანი ტულსი გაბარდი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაიდან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე დაასახელეს. 43 წლის გაბარდი წარსულში დემოკრატი იყო და 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2022 წელს მან პარტია დატოვა და რესპუბლიკელი გახდა. 
4/16 ერაყის ომის ვეტერანი ტულსი გაბარდი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაიდან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე დაასახელეს. 43 წლის გაბარდი წარსულში დემოკრატი იყო და 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2022 წელს მან პარტია დატოვა და რესპუბლიკელი გახდა. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნად ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კრისტი ნოემი წარადგინა. ცნობილი კონსერვატორი ლიდერი ორი ვადის განმავლობაში სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი იყო. ვარაუდობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 52 წლის ნოემი ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებას და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას შეეცდება. 
5/16 შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნად ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კრისტი ნოემი წარადგინა. ცნობილი კონსერვატორი ლიდერი ორი ვადის განმავლობაში სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი იყო. ვარაუდობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 52 წლის ნოემი ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებას და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას შეეცდება. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
59 წლის ჯონ რატკლიფი დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტზე დაასახელა.&nbsp;ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს, ბოლოს წელს, ვიდრე ამერიკის 45-ე პრეზიდენტი თეთრ სახლს დატოვებდა, რატკლიფი ეროვნული დაზვერვის დირექტორად მუშაობდა.&nbsp;<br />
&nbsp;
6/16 59 წლის ჯონ რატკლიფი დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტზე დაასახელა. ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს, ბოლოს წელს, ვიდრე ამერიკის 45-ე პრეზიდენტი თეთრ სახლს დატოვებდა, რატკლიფი ეროვნული დაზვერვის დირექტორად მუშაობდა. 
 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილია უმცროსი რობერტ კენედი. ის ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილია. კენედი ჯერ დემოკრატი იყო და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა, შემდეგ ის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, ბოლოს კი რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.&nbsp;
7/16 ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილია უმცროსი რობერტ კენედი. ის ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილია. კენედი ჯერ დემოკრატი იყო და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა, შემდეგ ის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, ბოლოს კი რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
თავადაც ვეტერანი დაგ კოლინსი, ჯორჯიის რესპუბლიკელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის&nbsp;იუსტიციის კომიტეტის რანგიანი წევრი, სენატში დამტკიცების შემთხვევაში, სათავეში ჩაუდგება ამერიკელ ვეტერანთა მომსახურების დეპარტამენტს.&nbsp;
8/16 თავადაც ვეტერანი დაგ კოლინსი, ჯორჯიის რესპუბლიკელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტის რანგიანი წევრი, სენატში დამტკიცების შემთხვევაში, სათავეში ჩაუდგება ამერიკელ ვეტერანთა მომსახურების დეპარტამენტს. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
ჩრდილოეთ დაკოტის ორი ვადით გუბერნატორი დაგ ბურგუმი წარსულში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივნის პოსტისთვის შეარჩია.&nbsp;
9/16 ჩრდილოეთ დაკოტის ორი ვადით გუბერნატორი დაგ ბურგუმი წარსულში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივნის პოსტისთვის შეარჩია. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
<h2><span style="font-size:13px">კრის ვრაითი (ცენტრში) შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატია. ის რესპუბლიკელთა კამპანიის დონორი იყო და ცნობილია, როგორც კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლთა ოპონენტი და&nbsp;წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროპონენტი.</span></h2>
10/16

კრის ვრაითი (ცენტრში) შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატია. ის რესპუბლიკელთა კამპანიის დონორი იყო და ცნობილია, როგორც კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლთა ოპონენტი და წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროპონენტი.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
<h2><span style="font-size:13px">სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ლი ზელდინი გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. მას გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ 44 წლის ზელდინი ტრამპის მხურვალე მხარდაჭერით გამოირჩევა და წარსულში ნიუ-იორკიდან წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო.&nbsp;</span></h2>
11/16

სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ლი ზელდინი გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. მას გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ 44 წლის ზელდინი ტრამპის მხურვალე მხარდაჭერით გამოირჩევა და წარსულში ნიუ-იორკიდან წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო. 

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
სიუზი უაილსი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტის აპარატის უფროსის პოსტზე დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატურას სენატი არ ამტკიცებს.&nbsp;
12/16 სიუზი უაილსი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტის აპარატის უფროსის პოსტზე დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატურას სენატი არ ამტკიცებს. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
თეთრი სახლის მჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი იქნება. რესპუბლიკელი კანონმდებელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სენატში დამტკიცების გარეშე გადაინაცვლებს. უოლცს წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა, მან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ბოლოს პოლკოვნიკის რანგში იმსახურა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საბრძოლო ჯილდოც მოიპოვა.&nbsp;&nbsp;
13/16 თეთრი სახლის მჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი იქნება. რესპუბლიკელი კანონმდებელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სენატში დამტკიცების გარეშე გადაინაცვლებს. უოლცს წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა, მან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ბოლოს პოლკოვნიკის რანგში იმსახურა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საბრძოლო ჯილდოც მოიპოვა.  
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
<h2><span style="font-size:13px">27 წლის კეროლინ ლევიტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, ორიოდ თვეში კი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. ლევიტი ამ პოსტზე შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.</span></h2>
14/16

27 წლის კეროლინ ლევიტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, ორიოდ თვეში კი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. ლევიტი ამ პოსტზე შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
ისრაელის ელჩის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელი მაიკ ჰაკაბი წარადგინა. ჰაკაბი წარსულში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას ორჯერ შეეცადა, 2008 და 2016 წლებში. მანამდე კი ის არკანზასის შტატის 44-ე გუბერნატორი იყო, 1996-დან 2007-მდე.
15/16 ისრაელის ელჩის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელი მაიკ ჰაკაბი წარადგინა. ჰაკაბი წარსულში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას ორჯერ შეეცადა, 2008 და 2016 წლებში. მანამდე კი ის არკანზასის შტატის 44-ე გუბერნატორი იყო, 1996-დან 2007-მდე.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
გაეროში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე დონალდ ტრამპმა ელის სტეფანიკის კანდიდატურა დაასახელა. ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია ნიუ-იორკის შტატიდან. 40 წლის სტეფანიკი კანონმდებლად პირველად 10 წლის წინ, 2014 წელს აირჩიეს.&nbsp;
16/16 გაეროში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე დონალდ ტრამპმა ელის სტეფანიკის კანდიდატურა დაასახელა. ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია ნიუ-იორკის შტატიდან. 40 წლის სტეფანიკი კანონმდებლად პირველად 10 წლის წინ, 2014 წელს აირჩიეს. 
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
Previous slide
Next slide

This item is part of
XS
SM
MD
LG