ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 21 ნოემბერს განაცხადა, რომ პემ ბონდს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ასახელებს. ის ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელიც საარჩევნო კამპანიამდეც ტრამპის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.
პოსტზე ბონდი ამერიკის სენატის განახლებულმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც პირველად 2025 წლის იანვარში შეიკრიბება.
განცხადება შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ახალ ნომინაციასთან დაკავშირებით ტრამპმა სულ რამდენიმე საათში გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა პირველმა არჩევანმა მეტ გაეცმა პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კონგრესის ეთიკის კომისია გაეცის საქმეს ტრეფიკინგის ბრალდებით, ასევე 17 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებათა გამო იძიებს.
ტრამპი ბონდს კარგად იცნობს. ის მისი ერთ-ერთი ადვოკატი იყო ტრამპის პირველი იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტს და ახლა ულვე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, მაშინ სასამართლომ ბრალი წაუყენა, მაგრამ ის არ გაასამართლა. ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუდასტურდა, რადგან ის შეეცადა ამერიკის სამხედრო დახმარება კიევზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა, რათა უკრაინას გამოეძიებინა მისი ოპონენტის, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის შვილის საქმე.
გენერალურ პროკურორობის ყოფილი ნომინანტი მეტ გაეცი, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმება და რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას უარყოფს. 5 ნოემბერს, მეტ გაეცი ფლოირიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი, 13 ნოემბერს, მოულოდნელად გადადგა. სულ რამდენიმე დღეში, წარმომადგენელთა პალატას უნდა გამოეტანა დასკვნა, რომელიც მის სექსუალური ხასიათის ბრალდებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეფუძნება.
დონალდ ტრამპის ნომინანტები რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე
1/16მარკო რუბიო, ფლორიდის სენატორი (მარჯვნივ) შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზეა ნომინირებული. 53 წლის რუბიო ჩინეთის, კუბისა და ირანის წინააღმდეგ მკაცრი გამოსვლებით გამოირჩევა. ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და დაზვერვის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარეა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
2/16ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსის" (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი ამერიკის თავდაცვის მდივნის პოსტზე დაასახელეს. 44 წლის ომის ვეტერანი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის რეზერვისტიცაა. პენტაგონის მომავალმა შეფმა უნდა უხელმძღვანელოს შეერთებული შტატების თავდაცვის უზარმაზარ დეპარტამენტს, რომელშიც ერთიანდება 800 000-ზე მეტი თანამშრომელი და ორმილიონიანი ამერიკული არმიის შემადგენლობა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
3/16წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მეტ გაეცი ნომინიტრებულია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პოსტზე. 5 ნოემბერს მეტ გაეცი ფლორიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი 13 ნოემბერს, პოსტიდან მოულოდნელად გადადგა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
4/16ერაყის ომის ვეტერანი ტულსი გაბარდი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაიდან, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე დაასახელეს. 43 წლის გაბარდი წარსულში დემოკრატი იყო და 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2022 წელს მან პარტია დატოვა და რესპუბლიკელი გახდა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
5/16შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნად ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კრისტი ნოემი წარადგინა. ცნობილი კონსერვატორი ლიდერი ორი ვადის განმავლობაში სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი იყო. ვარაუდობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 52 წლის ნოემი ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებათა შესრულებას და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას შეეცდება.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
6/1659 წლის ჯონ რატკლიფი დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტზე დაასახელა. ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს, ბოლოს წელს, ვიდრე ამერიკის 45-ე პრეზიდენტი თეთრ სახლს დატოვებდა, რატკლიფი ეროვნული დაზვერვის დირექტორად მუშაობდა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
7/16ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილია უმცროსი რობერტ კენედი. ის ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილია. კენედი ჯერ დემოკრატი იყო და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა, შემდეგ ის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, ბოლოს კი რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
8/16თავადაც ვეტერანი დაგ კოლინსი, ჯორჯიის რესპუბლიკელი კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის იუსტიციის კომიტეტის რანგიანი წევრი, სენატში დამტკიცების შემთხვევაში, სათავეში ჩაუდგება ამერიკელ ვეტერანთა მომსახურების დეპარტამენტს.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
9/16ჩრდილოეთ დაკოტის ორი ვადით გუბერნატორი დაგ ბურგუმი წარსულში ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა. ის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივნის პოსტისთვის შეარჩია.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
10/16
კრის ვრაითი (ცენტრში) შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატია. ის რესპუბლიკელთა კამპანიის დონორი იყო და ცნობილია, როგორც კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლთა ოპონენტი და წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვების პროპონენტი.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
11/16
სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ლი ზელდინი გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. მას გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ 44 წლის ზელდინი ტრამპის მხურვალე მხარდაჭერით გამოირჩევა და წარსულში ნიუ-იორკიდან წარმომადგენელთა პალატის წევრიც იყო.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
12/16სიუზი უაილსი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრეზიდენტის აპარატის უფროსის პოსტზე დაასახელა. უაილსი მისი წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერია და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრ სახლში ამ გავლენიან პოსტს დაიკავებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის კანდიდატურას სენატი არ ამტკიცებს.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
13/16თეთრი სახლის მჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი იქნება. რესპუბლიკელი კანონმდებელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სენატში დამტკიცების გარეშე გადაინაცვლებს. უოლცს წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა, მან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ბოლოს პოლკოვნიკის რანგში იმსახურა და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საბრძოლო ჯილდოც მოიპოვა.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
14/16
27 წლის კეროლინ ლევიტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, ორიოდ თვეში კი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. ლევიტი ამ პოსტზე შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
15/16ისრაელის ელჩის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელი მაიკ ჰაკაბი წარადგინა. ჰაკაბი წარსულში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას ორჯერ შეეცადა, 2008 და 2016 წლებში. მანამდე კი ის არკანზასის შტატის 44-ე გუბერნატორი იყო, 1996-დან 2007-მდე.
ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, კაბინეტის, თეთრი სახლისა და დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე პოზიციაზე, ნომინანტები დაასახელა. ფოტოგალერეაში დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ნაწილს გაგაცნობთ. კაბინეტის წევრები და დიპლომატები საქმიანობას მხოლოდ სენატში დამტკიცების შემთხვევაში შეუდგებიან.
16/16გაეროში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე დონალდ ტრამპმა ელის სტეფანიკის კანდიდატურა დაასახელა. ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია ნიუ-იორკის შტატიდან. 40 წლის სტეფანიკი კანონმდებლად პირველად 10 წლის წინ, 2014 წელს აირჩიეს.