ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია ცვლის სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილებას


8 სარჩელისა და ასობით უნივერსიტეტის წინააღმდეგობის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ მიღებული საერთაშორისო სტუდენტების საიმიგრაციო სტატუსთან და ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალა. რისკის ქვეშ ის სტუდენტები იდგნენ, რომელთა უნივერსიტეტებშიც პანდემიის გამო შემოდგომის სემესტრში სწავლა სრულად დისტანციურად ჩატარდება.

გადაწყვეტილების თაობაზე ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სარჩელის განხილვისას, სასამართლო სხდომის დაწყებისას გახდა ცნობილი. ბოსტონში მიმდინარე სხდომაზე მოსამართლემ თქვა, რომ თეთრმა სახლმა 6 ივლისს გამოცხადებული პოზიცია შეცვალა და მდგომარეობა "სტატუს-ქვოს" უბრუნდებოდა. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის იურისტებმა კი ცვლილება დაადასტურეს.

ეს ცვლილება შვებისმომგვრელია ათასობით იმ უცხოელი სტუდენტისთვის, რომლებიც ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხის წინაშე იდგნენ. ასევე იმ ასობით უნივერსიტეტისთვის, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ახალი პოლიტიკის შესაბამისად. ამ ცვლილების თანახმად, იმ სტუდენტებს, რომლებიც ამერიკაში იყვნენ და შემოდგომის სემესტრს მხოლოდ დისტანციურად გაივლიდნენ, ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ. მათთვის, კი ვინც უნდა ჩამოსულიყო, შესაძლოა ახალი ვიზები არ გაცემულიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG