ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მსოფლიოს ლიდერებს ირანის იზოლაციისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას, მსოფლიოს ლიდერებს ირანის შემდგომი იზოლაციისკენ მოუწოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა თეირანის წინააღმდეგ არჩეული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენა.

ტრამპმა ირანის ლიდერს “ქაოსის, სიკვდილის და ნგრევის” დათესვაში დასდო ბრალი და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, იზოლაციაში მოაქციოს “ირანის რეჟიმი მანამ, სანამ მისი აგრესიული ქმედება გაგრძელდება”.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, “ისინი პატივს არ სცემენ მეზობლებს, მათ საზღვრებს, ან ერთა სუვერენულ უფლებებს. ამის სანაცვლოდ, ირანის ლიდერები სხვათა ეროვნულ რესურსებს საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებენ”.

ამერიკის პრეზიდენტი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ ირანთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება შეცდომა იყო და ის ირანის ლიდერებს უფრო აწყობდა. მათ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 40 პროცენტით გაიზარდეს, რითაც თეირანს საშუალება მიეცა “სირიაში და იემენში ტერორიზმი, ქაოსი და კაცისკვლა დაეფინანსებინა”.

შეერთებულმა შტატებმა ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების განახლება დაიწყო. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანს სანქციების ახალი რაუნდი 5 ნოემბერს დაუწესდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG