ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰასან როჰანი დონალდ ტრამპთან შეხვედრას არ გეგმავს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი გაეროში

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმება. ჰასან როჰანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ოფიციალური ვაშინგტონი მიანიშნებდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასთან მოლაპარაკებისთვის გახსნილი იყო.

ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში, როჰანიმ თქვა, "არ არსებობს შეხვედრის პროგრამა" ტრამპთან, რომელიც ირანთან მსოფლიოს 6 ქვეყნის მიერ, 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. ამ ნაბიჯის გამო, თეირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების პროგრამა კვლავ განახლდა.

შეერთებული შტატები ირანზე ზეწოლას ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციების გამო ზრდის. თეირანი კი ბრალდებას უწყვეტად უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG