ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრუზი, კეისიკი ტრამპის წინააღმდეგ


მილიარდერ დონალდ ტრამპის მიერ რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მიღების საწინააღმდეგო ძალისხმევას, კვირას ახალი ნაბიჯი შეემატა. მისმა ორმა მთავარმა მეტოქემ, მოწინავე კანდიდატის წინააღმდეგ სამ შტატში მოქმედების გეგმის დეტალების შესახებ ღიად განაცხადა.

რესპუბლიკური პარტიის კლივლენდში დაგეგმილ ყრილობამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება და ტრამპი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც ნომინაციისთვის საჭირო 1237 დელეგატის უმრავლესობის მოპოვების მათემატიკური შანსი აქვს.

ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა და ოჰაიოს გუბერნატორმა ჯონ კეისიკმა გამოაცხადეს ერთობლივი გეგმის შესახებ, რომლითაც ტრამპს 1237 ხმის შეგროვებაში ხელს შეუშლიან.

XS
SM
MD
LG