ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

310 000 ადამიანს საიმიგრაციო სტატუსის დაკარგვა ელის


ტრამპის ადმინისტრაციის გადაწვეტილების შედეგად, რომელიც რამდენიმე ქვეყნისთვის „დროებით დაცულის სტატუს“ (TPS) გაუქმებას ითვალისწინებს, შემდეგი 18 თვის განმავლობაში ამერიკაში დაახლოებთ 310,000 ადამიანი შესაძლოა საიმიგრაციო სტატუსის და ცხოვრების უფლების გარეშე დარჩეს. აღნიშნული პროგრამა ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნებიდან კონფლიქტსა და ბუნებრივ კატასტროფებს გამოექცნენ.

ოფიციალურ პირებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რა ელით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროგრამის მონაწილეები არიან. ამერიკის მოქალაქეობის და საიმიგრაციო სერვისების სააგენტო (USCIS) აცხადებს, რომ პროგნოზს ვერ გააკეტებს. USCIS აღნიშნულ პროგრამას ზედამხედველობს, თუმცა, მათი თქმით, ისინი არ ახორციელებენ მონიტორინგს თუ როგორ შეიცვლება პროგრამის მონაწილეების ცხოვრება სტატუსის შეწყვეტის შემდეგ.

„დროებით დაცულის სტატუსის“ მინიჭება, პირებს მოქალაქეობის ან ცხოვრების უფლების საიმიგრაციო ხაზზე არ აყენებს, არამედ აძლევს დროებით თავშესაფარს, იქამდე სანამ მათ ქვეყანაში კონფლიქტი თუ სხვა კრიზისი დასრულდება.

შემდეგი 18 თვის განმავლობაში, ამერიკაში დაახლოებთ 310,000 ადამიანი, შესაძლოა, საიმიგრაციო სტატუსის და ცხოვრების უფლების გარეშე დარჩეს

„ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს“ პოლიტიკური მიმართულების დირექტორის როის ბერნშტაინის მურეის თქმით, საიმიგრაციო პროგრამა DACA-სთან ერთად, რომელიც პრეზიდენტმა გასულ წელს შეაჩერა და რომელიც მშობლებთან ერთად ამერიკაში არალეგალურად მოხვედრილი ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა, TPS-ის დახურვა ამერიკაში უცხო ქვეყანაში დაბადებულ მილიონამდე ადამიანს სტატუსის გარეშე დატოვებს. შესაბამისად მთავრობას აღარ ექნება მათ მონაცემებზე წვდომა. ეს კი, მთავრობისთვის, რომელიც საიმიგრაციო შეზღუდვებს „ეროვნული უსაფრთოხების“ მიზეზებით იღებს, არასწორი ნაბიჯია, - ამბობს ბერნშტაინი.

„ვინ იგებს იმით, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვართმევთ შესაძლებლობას გამოვიდნენ და თქვა ვინ არიან და სად არიან?“ - ამბობს ბერნშტაინ მურეი. “ჩვენ დიდი ხანია ვიმეორებთ, რომ ყველასათვის უკეთესია, იქნება ეს იმიგრანტები თუ მთელი საზოგადოება, როდესაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოვიდნენ, შემოწმება გაიარონ, საკუთარი მონაცემები გასცენ, იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ ვინ არიან ისინი. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ვარკვიოთ თუ სად არიან ეს ადამიანები და წარმოადგენენ თუ არა ისინი საფრთხეს“, - თქვა მან.

იმიგრანტების შეზღუდვის მომხრე ორგანიზაციის, „საიმიგრაციო კვლევების ცენტრისთვის“ გამოქვეყნებულ სტატიაში, დევიდ ნორტი, ამბობს, რომ TPS პროგრამის მთავარი ბენეფიციარი ელ-სალვადორი და ჰონდურასი არიან, თუმცა ამ ქვეყნებიდან პროგრამის დამთავრების შემდეგ რეგისტრაციის რაოდენობამ 2014 და 2015 წლებში, 2001-2003 წლის პიკთან შედარებით 29 და 42 პროცენტით იკლო.

რა განაპირობებს ამ სხვაობას? ამერიკამ შესაძლოა იგივე სხვაობა იხილოს 18 თვეში, როდესაც TPS-ს ვადა გაუვა და ამის მიზეზი საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა, სხვა ქვეყანაში გადასვლა, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებ, სიკვდილიანობა ან არალეგალურ იმიგრანტად გადაქცევაა.

მწირია მონაცემები იმაზე თუ რა მოსდით TPS-ის მონაწილეებს მას შემდეგ, რაც მათ სტატუსს ვადა გასდის ან უქმდება. თუმცა ასეთი მონაცემების არსებობის შემთხვევაშიც კი რთულია იმის პროგნოზი თუ რა მოხდება მომავალ 18 თვეში, რადგან ადმინისტრაციის გადაწვეტილების შედეგად, ლეგალურ სტატუსს იმიგრანტთა უპრეცენდენტო რაოდენობა დაკარგავს.

თუ კონგრესი ან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დრამატულად არ შეცვლიან კურსს, ამ იმიგრანტებს დიდი არჩევანი არ რჩებათ. მათ ნაწილს შეუძლია სახლში დაბრუნდეს - პროგრამა ამას თავიდანვე ითვალისწინებდა. თუმცა რთული სათქმელია რეალურად რამდენი მონაწილე ბრუნდება უკან სტატუსის ვადის გასვლის შემდეგ. 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში TPS რამდენიმე შემთხვევაში გააუქმეს, თუმცა USCIS-ის ინფორმაციით, ისინი „აქტიურად არ ამოწმებენ“ პროგრამის ყოფილ მონაწილეებს. თეორიულად ისინი შეიძლება მესამე ქვეყანაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეები ამერიკაში უკვე რამდენიმე წელია იმყოფებიან, მათ აქ ჰყავთ ოჯახები და აქვთ სამსახური. ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს მონაცემებით, TPS-ის მონაწილეები აქტიურ სამუშაო ძალას წარმოადგნენ (კაცები 94% და ქალები 82%). სამიდან ერთ მათგანს საკუთარი სახლი აქვს და 5-დან 4 კი საშემოსავლო გადასახადს იხდის. TPS-ს სტატუსით ჩამოსული იმიგრანტები „უფრო უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე დოკუმენტების არმქონე იმიგრანტები. თუმცა ავტორიზებულ, ნატურალიზებულ იმიგრანტებს ან ზოგადად ამერიკის მოსახლეობას ისინი ჩამორჩებიან“, - ამბობს „ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს“ კვლევა.

„დროებითი დაცული სტატუსის“ მქონე იმიგრანტებს, პროგრამის გაუქმების შემდეგ შეუძლიათ:

  • თავდაპირველი სტატუსის აღდგენა - თუ მაგალითად ისინი სტუდენტური ვიზით ჩამოვიდნენ და შემდეგ მიიღეს TPS და ისევ სტუდენტები არიან;
  • არალეგალურად დარჩენა და დეპორტაციის რისკის ქვეშ ცხოვრება იმ შემთხვევაში თუ მათ დააკავებენ ან დაიჭერენ;
  • სხვა სტატუსის მიღება: დაქორწინებით, სამსახურის გზით, ოჯახით თუ თავშესაფრის მეშვეობით;

კონგრესმა 1990-იან წლებში ცალკეული ქვეყნის მოქალაქეებს მუდმივი სტატუსი მიანიჭა. თუმცა დღეს კანონმდებლებს შორის არ იკვეთება მონდომება იმის, რომ იპოვონ გამოსავალი იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც მალე სტატუს დაკარგავენ.

ტრამპის ადმინისტრაციამ TPS-ის პროგრამა 2017-2018 წელს ექვსი ქვეყნისთვის შეწყვიტა. თეთრი სახლი დამატებით ორი ქვეყნის თაობაზე გადაწვეტილებას ამ წელს მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG