ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცეცხლმა კალიფორნიის ქალაქი პარადაისი გაანადგურა


კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც ზოგიერთი მეხანძრე ამბობს, ქალაქი პარადაისი მთლიანადაა განადგურებული. დაფიქსირდა რამდენიმე დაშავებული, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, იყო თუ არა მსხვერპლი.

ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში ათასობით ნაგებობა დაიწვა. ცეცხლი დაახლოებით 69 კვადრატულ კმ-ს მოედო და ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მოსალოდნელია, რომ ხანძარი კიდევ უფრო გავრცელდება.

ქალაქ პარადაისში ოფიციალური მონაცემებით, 26 ათასამდე მცხოვრებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG