ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხედრო ლიდერები კანონმდებელთა შეკითხვებს პასუხობენ


ავღანეთის ომის დასრულების თაობაზე კონგრესის გამოძიება გრძელდება. ამჯერად, კანონმდებლები ამერიკის სარდლობის წარმომადგენლებს უსმენენ.

თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი და გენერალი კენეთ ფრენკ მაკკენზი, ცენტრალური სარდლობის მეთაური ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარდგებიან.

სამშაბათს სენატის მსგავსი კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა შეაქეს ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების გადაწყვეტილება, თუმცა მისი ბოლო დღეები მარცხად შეაფასეს.

გენერალმა ოსტინმა ევაკუაციის პროცესი დაიცვა და თქვა, რომ მართალია ის არ იყო უნაკლო, მაგრამ წარიმართა იმდენად მართებულად და ნაკლებ მტკივნეულად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და არც ერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებს არ შეეძლო ამის უკეთ გაკეთება.

"ეს იყო უდიდესი საჰაერო ევაკუაცია ამერიკის ისტორიაში, რომელიც მხოლოდ 17 დღეში განხორციელდა. ჩვენ ვგეგმავდით 70-80 ათასი ადამიანის ევაკუაციას, მაგრამ სინამდვილეში ქვყენიდან. გამოვიყვანეთ 124 ათასზე მეტი ადამიანი", - თქვა გენერალმა ლოიდ ოსტინმა, თავდაცვის მდივანმა.

გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვება იყო "ლოჯისტიკური წარმატება, მაგრამ სტრატეგიული მარცხი". მილიმ განმარტა, რომ თალიბანის მიერ ავღანეთზე სრული კონტროლის დამყარება 20 წლის შედეგი იყო და არა 20 დღის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG