ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი კერტისი გარდაიცვალა


ტონი კერტისი გარდაიცვალა

ლას ვეგასის გარეუბანში 85 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი კონოვარსკვლავი ტონი კერტისი გარდაიცვალა.

გასული საუკუნის 50-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ტონი კერტისი ნიუ იორკში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ბერნარდ შვარცი იყო.

მეორე მსოფლიო ომში ის სამხედრო მეზღვაურად მსახურობდა. ომის დამთავრების შემდეგ ტონი კერტისმა თავისი სამსახიობო კარიერა ნიუ იორკში დაიწყო.

მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იმგვარ ფილმებში მონაწილეობით როგორებიცაა „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ და „სპარტაკი.“

XS
SM
MD
LG