ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: "ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ახლა ყველაზე დაძაბულია"


ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ამბობს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებისთვის ახლა ყველაზე „დაძაბული ეტაპია“. სახელმწიფო მდივანი ამ ორ ქვეყანას შორის ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს. ტილერსონმა კომენტარი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერი პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვსა დ ავაშინგტონს შორის წელს ურთიერთობები ნამდვილად გაუარესდა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მთავარი მიზეზი ახლა 4 აპრილს სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმაა. ტილერსონის თქმით, ამერიკა მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ თავდასხმა ასადის რეჟიმმა მოაწყო და ამის შედეგად 85-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ობით ადამიანი დაავადდა.

ოფიციალური მოსკოვი კი, რომელიც ბაშარ ალ-ასადს უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს, პოზიციებს არ თმობს და ამტკიცებს, რომ ქიმიური იარაღი - ნერვული გაზი სარინი სირიელი აჯანყებულების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. თუმცა სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ასევეა დაინტერესებული ყოველისმომცველი გამოძიებით და არ აპირებს „რეალურ დამნაშავეს ხელი დააფაროს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG