ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი რუსეთს "აქტიურ საფრთხედ" აფასებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები აცნობიერებენ “აქტიურ საფრთხეს, რომელიც რუსეთისგან მოდის.” მისივე თქმით, ამერიკამ მოსკოვის წინააღმდეგ “ევროპაში შეკავებისა და თავდაცვის მეთოდები გააძლიერა.”

ტილერსონმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და ევროპის სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩარევის მცდელობები დაგმო. მან თქვა, რომ აშშ ევროპის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას აპირებს და მონდომებულია, ევროპას რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს.

ტილერსონის ეს განცხადება რამდენიმე დღით წინ უსწრებს მის ევროპულ ტურს, რომლის დროსაც ამერიკის პირველი დიპლომატი ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრებს დაესწრება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში “უწყვეტი წინაღობაა” რუსეთსა და ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე. “ჩვენ ურთიერთობას ნორმალურ ფარგლებს ვერ დავუბრუნებთ, სანამ უკრაინის პრობლემას არ გადავჭრით,” თქვა ტილერსონმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG