ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტელმა ბერმა თავი დაიწვა


ადგილობრივმა მოსახლეობამ გარდაცვლილი ბერი მონასტერში გადაასვენა

თვითმხილველების ინფორმაციით, ორშაბათს დასავლეთ ჩინეთში პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ტიბეტელმა ბერმა დაიწვა თავი.

29 წლის ცეცხლწაკიდებული ბერი ლობსანგ გენდუნი სიკვდილის ბოლო წუთამდე სხვადასხვა საპროტესტო სლოგანებს წარმოთქვამდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გარდაცვლილი ბერი მონასტერში გადაასვენა. ჩინეთის უსაფრთხოების თანამშრომლები შეეცადნენ თვითმკვლელის ცხედარის კონფისკაცია მოეხდინათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.

2009 წლის შემდეგ დასავლეთ ჩინეთში 92 ტიბეტელმა ბერმა დაიწვა თავი. გასულ თვეს 28 თვითდაწვის ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგობისა, თვითმკვლელობის შემთხვევების პარალელურად, ჩინეთში ტიბეტის მოსახლეობამ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარა.

XS
SM
MD
LG