ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინები ჩინეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს


ჩინეთის მოქალაქეთა ახალ პასპორტებზე ფილიპინების მხარეს მდებარე ჩინეთის ზღვის ტერიტორია ჩინეთის საზღვრის შიგნითაა მოქცეული

ფილიპინები აპროტესტებს ჩინეთის მოქალაქეთა ახალ პასპორტებზე ჩინეთის ზღვის ფოტოს დაბეჭდვას.
დღეს ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანმა ალბერტ დელ როზარიომ აღნიშნა, რომ დაბეჭდილ ფოტოზე ფილიპინების ტერიტორიაზე მდებარე ჩინეთის ზღვის ტერიტორია ჩინეთის საზღვრის შიგნითაა მოქცეული.
ფილიპინები და ჩინეთი დიდი ხანია სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხზე ვერ თანხმდებიან.ფილიპინების გარდა, დისკუსიაში ასევე ჩართულია ვიეტნამი, ბრუნეი და მალაზია.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გადატვირთული სანაოსნო მარშრუტია.ემ ზღვა თევზის სიუხვით და პოტენციური ენერგო რესურსებითაც გამოირჩევა.
XS
SM
MD
LG