ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო პოლიომიელიტთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს


"მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ" პოლიომიელიტთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია 30 წლის წინ დაიწყო. მაშინ ყოველწლიურად, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ბავშვი იყო პარალიზებული პოლიომიელიტის შედეგად. დღეს ეს რიცხვი 99 %-ითაა შემცირებული.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, წელს დაავადების 30-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალიში, კენიასა და პაპუა-ახალ გვინეაში გამოვლინდა.

პოლიომიელიტთან ბრძოლის ინიციატივის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ხშირად პოლიომიელიტი სწორედ ისეთ ადგილებში იჩენს თავს, სადაც ის დიდი ხნის დამარცხებული ეგონათ. ოლივერ როზენბაუერი ამბობს, რომ პოლიო კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ავღანეთს, პაკისტანსა და ნიგერიას მისი დამარცხების პროცესში უდიდესი როლი აკისრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG