ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანარის კუნძულებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - ვულკანი კვლავ აქტიურია


ბოლო 50 წლის განმავლობაში, ვულკანის პირველი ამოფრქვევის გამო კანარის კუნძულებიდან 5,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულთა შორის, დაახლოებით, 500 ტურისტია. ოფიციალური ინფორმაციით, ლავამ ასამდე სახლი გაანადგურა.

კანარის კუნძულებზე ვულკანი კვირას ამოიფრქვა და ლავა ჰაერში ასობით მეტრზე გაისროლა. ლავის დიდი ნაწილი კანარის მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ ლა-პალმაზე მოხვდა, არქიპელაგის უკუდურეს ჩრდისლო-დასავლეთ კუნძულზე.

ორშაბათს ვულკანი კვლავ აქტიური იყო. მსხვეროპლი ამ დრომდე არ დასტურდება. „როიტერის“ ცნობით, დღეს აქტიური ვულკანიდან ამომავალი ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა.

ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დამატებით ადამიანების ევაკუაცია საჭირო აღარ გხდება.

მატერიალური ზარალისა და ევაკუაციის ფონზე, ტურიზმის მინისტრი აცხადებს, რომ ვულკანის ამოფრქვევა, კუნძულზე ტურისტების ვიზიტისთვის დამატებით შესაძლებლობად უნდა ჩაითვალოს.

„კუნძული ღიაა. თუ თქვენი სასტურმო დაზიანდება, ჩვენ სხვას გიპოვნით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, დატკბეთ იმით, რაც ბუნებამ მოგვიტანა“ - მიმართავს მინისტრი ტურისტებს.

ვულკანოლოგები აცხადებენ, რომ თუ ვინმე დაუფიქრებლად არ მოიქცევა, ნაკლებად სავარაუდოა ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვეს.

კანარის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანურ რეგიონში ბოლოს ამოფრქვევა 1981 წელს მოხდა. მაშინ ვულკანმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს მამაკაცი იყო, რომელიც ლავას ფოტოები გადაღებას ახლო მანძილიდან ცდილობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG