ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან


„ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი“, - მოუწოდა რონალდ რეიგანმა მიხაილ გორბაჩოვს, ბრანდერბურგის ჭირშკართან, ცნობილი გამოსვლისა 1987 წლის 12 ივნისს. ბერლინის კედელი რეიგანის გამოსვლიდან 2 წელში დაინგრა, რასაც ცივი ომის დასარული, საბჭოთა კავშირის დაშლა და გეოპოლიტიკური რეალურობის რადიკალური შეცვლა მოჰყვა.

პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ბრანდერბურგის ჭიშკართან
პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ბრანდერბურგის ჭიშკართან

“ჩვენ დასავლეთში, უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით დახმარების კვალდაკვალ, იქნებოდა ეს მარშალის გეგმით თუ სხვა გზებით, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა, რომ [გერმანელი ხალხი] შიშს გადალახავდა. რონალდ რეიგანი კედლის დანგრევისკენ მოუწოდებდა, ხოლო ჯორჯ ბუშ უფროსი... ერთიან და მთლიან ევროპაზე საუბრობდა. თუმცა ეს მხოლოდ ხალხმა შეძლო", - ამბობს ჰეტერ კონლი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინი ორად გაყოფილი ქალაქი იყო. დასავლეთ ნაწილს მოკავშირეები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები აკონტროლებდნენ, ხოლო აღმოსავლეთს საბჭოთა კავშირი. კედელი "რკინის ფარდის" ფიზიკურ სიმბოლოს წარმოადგენდა.

"საგუშაგო ჩარლი" აშშ-ს მიერ კონტროლირებადი გამშვები პუნტქი გაყოფილ ბერლინში
"საგუშაგო ჩარლი" აშშ-ს მიერ კონტროლირებადი გამშვები პუნტქი გაყოფილ ბერლინში

ქალაქის ორად გაყოფის შემდეგ, დევნილები აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში გადასვლას ცდილობდნენ, რაც საბჭოთა ხელისუფლებას არ მოსწონდა. დაახლოებით, 3.5 მილიონი აღმოსავლეთ გერმანელი (იმ დროისთვის მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი) საიმიგრაციო შეზღუდვების გვერდის ავლით დასავლეთში გადავიდა. სწორედ ამიტომ, მოსკოვმა 1961 წელს საზღვრის გასწვრივ 140 კილომეტრის სიგრძის და სამი მეტრი სიმაღლის კედლის აშენება დაიწყო. 1961-89 წლებში დაახლოებით 100,000 გერმანელი ეცადა კედლის გარღვევას. მათგან 200-ზე მეტი დაიღუპა, ძირითადად, საბჭოთა ტყვიებით.

კედელი კორპუსებს შორის, საცხოვრებელ სახლებზე გადიოდა. ზოგ შემთხვევაში თუ კორპუსი აღმოსავლეთში ექცეოდა, მისი ფანჯრები დასავლეთ ბერლინს გადაყურებდა. იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც დასავლეთში გადადიოდა, საზღვრის გავლების და კედლის აშენების შემდეგ დრამატულად დაეცა. გერმანელთა ნაწილი დასავლეთში გაქცევას მიწიშქვეშა გვირაბებით, საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან გადახტომით და ერთ შემთხვევაში, საჰაერო ბურთის გამოყენებითაც კი ცდილობდა. თუმცა აღმოსავლეთ გერმანელთა უმეტესობა, ქვეყნის დატოვებას მესამე ქვეყნის რუმინეთის, უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის გავლით შეეცადა. უმეტეს შემთხვევაში, მათ საზღვარზე აკავებდნენ, უკან გზავნიდნენ, ან ადგილზე ხვრეტდნენ.

30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:46 0:00

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) წარმომადგენლები იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნიდან გარბოდნენ, მოღალატეებად და დამნაშავეებად რაცხავდნენ. მათ კი, ვისაც საზღვრის გარღვევის მცდელობაში აკავებდნენ, სასტიკად სჯიდნენ.

1980-იანი წლების ბოლოს ათობით ათასი ადამიანი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დემონსტრაციებს მართავდა და მოსკოვისგან დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ითხოვდა.

დემონსტრაციები აღმოსავლეთ გერმანიასაც მოედო. თავდაპირველად პროტესტის მიზეზი ქვეყნის დატოვების უფლებას ეხებოდა. რამდენიმე კვირიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ 1989 წლის 9 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ მისი მოქალაქეებისთვის დასავლეთში გადასვლის საშუალება მიეცა. ამ განცხადების შემდეგ, კედლის ორივე მხარეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა. კედელი დაიგნრა, რასაც ერთი წლის შემდეგ გერმანიის გაერთიანება მოჰყვა.

„ჩვენი ლოგიკა ის იყო, რომ გვჯეროდა, რომ ერთიანი, დემოკრატიული გერმანია სწორ და კრიტიკულ როლს ითამაშებდა. ჩვენ გვინდოდა გერმანიის გაერთიანება მომხდარიყო ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, ევროკავშირის და ნატოს მეშვეობით. ეს [გერმანიის] აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებისთვის გარანტიების მიცემას უკავშირდებოდა", - ამბობს რობერტ ზოლიკი, რომელიც გერმანიის გაერთიანების მოლაპარაკებებში აშშ-ის მხარეს წარმოადგენდა.

ის ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი პოლიტიკას და მოლაპარაკებებს ისტორიული კონტექსტის და ადგილზე პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით აწარმოებდა.​ "მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, განსაკუთრებით როცა დღევანდელ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომ დიპლომატია ისტორიული და სტრატეგიული კონტექსტის გათვალისწინებით იმართებოთა, თუმცა ასევე პასუხობდა ადგილზე მიმდინარე მოვლენებს“, - ამბობს ის.

გერმანია დღეს ევროპის წამყვანი სახელმწიფოა. აღმოსავლეთ გერმანია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიტერიუმებით დასავლეთს დაეწია. ზოგიერთი განსხვავება ისევ რჩება, მათ შორის, პოლიტიკური კულტურისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით. ყოფილ დასავლეთსა და აღმოსავლეთში, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა,"პიუს კვლევების ცენტრის მიხედვით" ამბობს, რომ მათთვის ქვეყნის გაერთიანება პოზიტიური მოვლენა იყო და მიიჩნევს, რომ 1989 წლის შემდგომმა ცვლილებებმა მათი ცხოვრება გააუმჯობესა.

სამი ათწლეულის შემდეგ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ორივე კონტინენტზე ლიბერალური დემოკრატია გამოწვევების წინაშეა. "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი ჰედერ კონლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დღეს დასავლეთმა იგივე შემართება აჩვენოს, როგორიც 1989 წელს გამოიჩინა.

"ჩვენ ხელახლა უნდა ავაშენოთ მსოფლიოში ჩვენი, შეერთებული შტატების როლის და ადგილის იმედიანი ხედვა. ასევე უნდა მოიქცეს ევროპაც. თუ 1989 წელი იყო წელი, როცა შიში გადაილახა, დღეს შიშით მანიპულაციამ ჩვენ დაგვაშრა და ეს უნდა დავამარცხოთ“, - ამბობს კონლი.

ვაშინგტონმა გერმანიის გაერთიანებაში, რონალდ რეიგანის და ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციების პირობებში, ცენტრალური როლი ითამაშა. თუმცა დღეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავალი გაურკვევლობითაა მოცული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG