ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები მესამე დებატებისთვის ემზადებიან


პრეზიდენტობის 10 რესპუბლიკელი კანდიდატი ხვალ მორიგ დებატებს გამართავს. მესამე დებატებს ამჯერად კოლორადოს შტატი უმასპინძლებს და მას პირდაპირ ეთერში CNBC გადასცემს.

მოსალოდნელია რომ დებატებს 4 მთავარი მოქმედი პირი ეყოლება - უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი, ყოფილი ნეიროქირურგი ბენ კარსონი, ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში.

აიოვაში ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად აქამდე რეიტინგების უპირობო ლიდერ ტრამპს კარსონი უწსრებს, მას რესპუბლიკელების 26 პროცენტი უჭერს მხარს, ტრამპს კი 22%.

XS
SM
MD
LG