ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ კენედის პროფილი


პრეზიდენტ კენედის პროფილი
პრეზიდენტ კენედის პროფილი

1961 წლის 20 იანვარი - ჯონ კენედის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ინაუგურაციის დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ყველაფერი ასე დაიწყო: ინაუგურაციის დადგომამდე, ერთი დღით ადრე, დიდი თოვლი მოვიდა. ვაშინგტონის ქუჩებში მხოლოდ რამდენიმე მანქანა მოძრაობდა. პრეზიდენტობიდან გადამდგარი დვაით ეიზენჰაუერი იმ დროისათვის 70 წლის იყო. ჯონ კენედი კი მხოლოდ - 43-ის. ის მე-20 საუკუნეში დაიბადებული პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო.

ორივე მათგანი - ეიზენჰაუერიც და კენედიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი იყვნენ. ეიზენჰაური, ევროპაში, მოკავშირე სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ხოლო კენედის, უმცროსი საზღვაო ოფიცრის თანამდებობა ეკავა.

ჯონ კენედის ოჯახი მასაჩუსეტის შტატიდან იყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ძლიერ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენდა. მიუხედავა ამისა, იგი სრულიად განსხვავებულ, ახალ სახეს წარმოადგენდა ამერიკის პოლიტიკაში.

თუმცა, ბევრ მათგანს იგი არ მოსწონდა და თვლიდა რომ იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო პრეზიდენტობისათვის. სხვა დანარჩენს, კი მისი რელიგიური აღმსარებლობა არ ხიბლავდა და კათოლიკე პრეზიდენტის არჩევას ეწინააღმდეგებოდა.

1966 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გამორჩეული იყო ამერიკის ისტორიაში. კენედიმ ნიქსონს არჩევნები არანაკლებ 120,000 ხმით მოუგო. ინაუგურაციის დღეს კი რიგით 53-ე ახალგაზრდა პრეზიდენტმა, ფიცის დადების შემდეგ, ერთობ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა. მას პრეზიდენტობა პოლიტიკურად ყველაზე რთულ დროს მოუწია, მაშინ როცა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის „ცივი ომი“ მძვინვარებდა. ხალხი მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიშის ქვეშ იყო. კენედი ორივე მხარეს, როგორც შეერთებულ შტატებს, ისე საბჭოთა კავშირს, ბირთვული იარაღის თაობაზე სათანადო შეთანხმებისაკენ მოუწოდებდა:

„მოდით, ერთად გამოვიკვლიოთ ვარსკვლავები, დავიპყროთ უდაბნოები, აღმოვფხვრათ დაავადებები, ჩავსწვდეთ ოკეანის სიღრმეს, განვავითაროთ ხელოვნება და კომერციული საქმიანობა. მოდით, ორივე მხარემ შევიმუშავოთ ახალი მიმართულება, რომელიც ძალაუფლების დაბალანსებას კი არ იგულისხმებს, არამედ ახალი მსოფლიოს კანონი იქნება, სადაც ძლიერი განვითარდება, რომლის ხარჯზე სუსტი დაცულად იგრძნობს თავს და მშვიდობა შენარჩუნდება.“

კენედიმ ასევე მმართველობის ახალ მოდელზე ისაუბრა, რომელიც ამერიკელების მომავალ თაობას ჩირაღდანის სახით გადაეცემოდა.

„ასე რომ, ჩემო ახალგაზრდა ამერიკელებო, ნუ ელოდებით იმას, თუ რას გაგიკეთებთ პირადად თქვენ თქვენი ქვეყანა, არამედ, თქვენს თავს კითხეთ, თქვენ რა შეგიძლიათ გაუკეთოთ ამერიკას და ყველამ ერთად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანის თავისუფლებისათვის.“

ჯონ კენედის ახლად დაწყებულ პრეზიდენტობას, საბჭოთა კავშირის მიერ დაჭერილი ორი ამერიკელი მფრინავის გამოშვება მოჰყვა. საბჭოთა კავშირმა ბერინგის ზღვაში ჯაშუშური თვითმრინავი დააკავა. კენედის განცახდებას მფრინავების გათავისუფლების შესახებ დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს. ეს იყო პრეზიდენტ კენედის პირველი სატელევიზო პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მან აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა და ასევე ახალი ურთიერთობების დაწყების საშუალებად მიიჩნია.

ერთ თვეში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა ნიკიტა ხრუშჩოვმა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: მან კენედის შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ განაიარაღება საუკეთესო რამ იქნებოდა მსოფლიოს ხალხებისათვის.

მალევე, რამდენიმე ხანში, პრეზიდენტი კენედი „მშვიდობის კორპუსის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ეს მოსაზრება მისი წინასაარჩევნო კამპანიის სამოქმედი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

პრეზიდენტი რთული საგარეო პოლიტიკის წინაშეც აღმოჩნდა. 17 აპრილს 1000-ზე მეტი აჯანყებული კუბელი, რომლებმაც სპეციალური წვრთნები და სათანადო აღჭურვილობა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო, ფიდელ კასტროს კომუნისტური რეჟიმის წინააღდეგ რევოლუციის დაწყებას აპირებდა. მაგრამ გეგმა ჩაიშალა. აჯანყებულთა უმრავლესობას ფიზიკური ლიკვიდაციით გაუსწორდნენ, ხოლო ზოგიერთი კი დაიჭირეს.

კუბაში რევოლუციის დაწყება კენედის გადაწყვეტილება იყო. თავის დროზე, ანალოგიურის გაკეთება წინა პრეზიდენტს - დვაით ეიზენჰაუერს სურდა. კენედის მრჩეველბმა მხარი დაუჭირეს მის იდეას.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან საჯაროდ განაცხადა რომ იგი პასუხისმგებელი იყო ღორების ყურეში შესვლაზე, ხოლო პირად საუბარში კი შემდეგს ამბობდა: „მთელი ჩემი ცხოვრება მე უკეთ ვიცი თუ რა უნდა გავაკეთო და ასე როგორ გავბრიყვდი რომ ექპერტებს დავუჯერე ამ საკითხში?!.“

კუბის წარუმატებელმა პოლიტიკამ საგრძნობლად იმოქმედა კენედის პოპულარობაზე, რამაც მისი კაბინეტის მხარდამჭერთა ვარდნა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG