ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ინსტაგრამის" დამფუძნებლები პოზიციებს ტოვებენ


სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" თანადამფუძნებლები თანამდებობებს ტოვებენ.

მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ სისტრომმა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ის და მაიკ კრიგერი კომპანიას მომავალ რამდენიმე კვირაში დატოვებენ.

კრიგერი მთავარი ტექნიკური ოფიცერია. კრიგერმა და სისტრომმა სოციალური ქსელი-აპლიკაცია, რომლის მთავარი ფუნქციაც ფოტოების გაზიარება იყო, 2010 წელს დააფუძნეს, 2012 წელს კი "ფეისბუქს" დაახლოებით ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარად მიჰყიდეს.

"ინსტაგრამი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია, რომელსაც დაახლოებით მილიარდი მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად და 2 მილიონამდე რეკლამის განმთავსებელი.

კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ ტოვებენ ისინი ახლა და თან ერთდროულად კომპანიას, არ დასახელებულა, თუმცა სისტრომმა აღნიშნა, რომ მათ სურთ თავისუფალი დრო ჰქონდეთ, რათა შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ასოშეითედ პრესის" კითხვებს "ინსტაგრამისა" და "ფეისბუქის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ უპასუხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG