ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მადლიერების დღეს ზეიმობს


ამერიკა მადლიერების დღეს ზეიმობს
ამერიკა მადლიერების დღეს ზეიმობს

მილიონობით ამერიკელი დღეს მადლიერების დღეს ზეიმობს. ეს დღესასწაული ტრადიციულად საოჯახო წვეულებების გამართვით აღინიშნება.

მადლიერების დღე ყოველთვის ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს იმართება და ამერიკის მასშტაბით ყველაზე დატვირთული სამგზავრო დღეა მთელი წლის განმავლობაში. მადლიერების დღის ვახშმის განუყოფელი ნაწილი შემწვარი ინდაური, კარტოფილი და გოგრის ნამცხვარია.

ამერიკა მადლიერების დღეს 1863 წლიდან აღნიშნავს. ჩამოსულ კოლონისტებს ინდიელებმა მოსავლის მოყვანა და ნადირობა ასწავლეს. ამისთვის პილიგირმებმა აბორიგენ მოსახლეობას მადლიერების გამოხატვის მიზნით შემოდგომის ნობათი შესთავაზეს. სწორედ აქედან დაედო საფუძველი ამ დღესასწაულს. პირველი მადლიერების წვეულება მასაჩუსეცის შტატში 1621 წელს გაიმართა.

XS
SM
MD
LG