ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინავატრა მის დასაპატიმრებლად ორდერის გაცემას აპროტესტებს


გადაყენებული ტაქსინ შინავატრას დაპატიმრების ორდერს ადვოკატები ტაილანდის სასამართლოში ასაჩივრებენ.

ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის დასაპატიმრებლად ორდერის გაცემას აპროტესტებს. გადაყენებული ტაქსინ შინავატრას ადვოკატებმა ტაილანდის სასამართლოში შეიტანეს აპელაცია, რომლითაც ტაქსინის დასაპატიმრებლად გაცემული ორდერის გაუქმებას მოითხოვენ. ტაილანდის მთავრობა ტაქსინს „წითელპერანგიანების“ მიერ მოწყობილი ანტისამთავრობი დემონსტრაციების სულის ჩადგმაში სდებს ბრალს. ტაქსინი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდების წაყენება პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი.

XS
SM
MD
LG