ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო გეგმა ტაილანდში


მთავრობა ამბოხებულებთან მოლაპარაკებას იწყებს

ტაილანდის ხელისუფლებამ პირველად ისტორიაში თანხმობა განაცხადა მოლაპარაკება დაიწყოს ქვეყნის სამხრეთში მოქმედ ამბოხებულებთან და ამით ათ წლიანი ძალადობა დაასრულოს. ამის შესახებ ტაილანდის ოფიციალურმა პირებმა და ეროვნული რევოლუციური ფრონტის წარმომადგენლებმა მალაიზიის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ორ კვირაში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ.
XS
SM
MD
LG