ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა


ტეხასის შტატში ქარიშხალ ჰარვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ქარიშხლის შედეგად ყველაზე დიდი ზიანი შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჰარის საგრაფოს მიადგა, სადაც წვიმის ნალექმა 120 სანტიმეტრს მიაღწია.

ჰარიში ათასობით სახლი განადგურდა და იქ მცხოვრები მოსახლეობა თავშესაფრებში არიან. მთავრობა აცხადებს, რომ ახლა მიზანი ამ ადამიანებისთვის დროებითი სახლის პოვნაა.

ქარიშხლის შედეგებთან გამკლავების პარალელურად შტატში განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან არალეგალი იმიგრანტები, რომლებსაც დაპატიმრების ეშინიათ. ქალაქ ჰიუსტონის მერმა სილვესტერ ტერნერმა პირობა დადო, რომ პირადად წარმოადგენს ნებისმიერს, ვისაც არალეგალური იმიგრანტობის საფუძველზე დააკავებენ.

იმიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებულ რეგიონში არალეგალი იმიგრანტების ძებნის ან დაკავების ოპერაციებს არ ატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG