ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის ეროვნული ასოციაცია კონფერენციას მართავს


ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში 70 000 ადამიანი შეიკრიბა ასოციაციის ყრილობაზე

ტეხასში შეერთებული შტატების იარაღის ეროვნული ასოციაცია სამდღიან კონფერენციას მართავს. ორი კვირის წინ სენატმა არ დაამტკიცა კანონი, რომელიც იარაღის ყიდვის დროს დამატებითი ინფორმაციას წარდგენას ითვალისწინებდა.
ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში 70 000 ადამიანი შეიკრიბა ასოციაციის ყრილობაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში იარაღთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების ფონზე დაიწყო. ეს დებატები განსაკუთრებით გამძაფრდა სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი საზარელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ როდესაც 26 ადამიანი დაიღუპა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 70%-ი მხარს უჭერს იარაღის პოტენციური მყიდველების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის შეგროვებას.
XS
SM
MD
LG