ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დაიღუპა მძევლების ინციდენტისას


სავარაუდოდ სამი ადამიანი დაიღუპა დღეს სამხრეთ საფრანგეთში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ სუპერმარკეტზე მიტანილი იერიშის დროს. თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი. მან სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ტრებესის, ტულუზასთან ახლოს, სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა. ამ დროისთვის, სავარაუდოდ განეიტრალებულია თავდამსხმელიც.

გამომძიებლები მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ. ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ სუპერმარკეტს, სადაც თავდამსხმელს მძევლები ყავდა აყვანილი, ალყა შემოარტყეს.

"ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გვაფიქრებინებს, რომ ეს ტერაქტია". - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა.

ოპერაციისას ერთი პოლიციელი დაიჭრა, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საფრანგეთი უკვე რამდენჯერმე გახდა ტერორისტული თავდასხმების სამიზნე. 2015 წლის შემდეგ, ტერაქტებს 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG