ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ალ-ყაიდა“ და „აყიმი“ ანუ ავღანეთიდან მაღრიბამდე


„ალ-ყაიდა“ და „აყიმი“ ანუ ავღანეთიდან მაღრიბამდე

ანალიტიკოსები ტერორიზმის საკითხებში ახალ საფრთხეებზე საუბრობენ. მათი აზრით, „ალ-ყაიდა“ შესაძლოა ნელნელა დამარცხდეს ავღანეთში, თუმცა ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ღარიბი ქვეყნები ახალი ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების საფრთხის წინაშე დგანან. „ალ-ყაიდას“ ქსელმა მაღრიბის ისლამურ ქვეყნებში გააქტიურება განსაკუთრებით 2006 წლიდან დაიწყო. ალჟირში თავდაპირველად წარმოქმნილი ისლამისტური მოძრაობა უკვე გავრცელდა საჰარას რეგიონში. ინტერპოლის გენერალური მდივანი რონალდ ნობლი აღნიშნავს, რომ ავღანეთის შემდეგ „ალ-ყაიდას“ დასაყრდენ ქვეყნებად შესაძლოა ძალიან მალე უკვე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილი და სომალი იქცნენ. მაღრიბში მოქმედ „ალ-ყაიდას“ ქსელს უკვე თავის სახელი ქვია - მას „აყიმს“ უწოდებენ, ანუ „ალ-ყაიდას ისლამისტური მოძრაობა“

ამ მოსაზრებას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცერი და ამჟამად ანტიტერორისტული საკითხების ექსპერტი ჩარლზ ალენიც ეთანხმება.

„ისინი თანმიმდევრობით გამოჩდნენ იემენში და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც მოსახლეობა გაღატაკებულია და რამდენიმე მდიდარი ოლიგარქის კონტროლის ქვეშაა. ეს დროში გამოცდილი იდეოლოგიური კამპანიის სტანდარტია, რომელიც ეფექტურია,“ - ამბობს ჩარლზ ალენი.

მისი თქმით, ალ-ყაიდა იემენში და ისლამურ მაღრიბში თავის პატრონაჟით ქმნის ორგანიზაციებს, რომელთაც ადგილზე საქმიანობისთვის უკვე საკმაოდ მომზადებული ნიადგი გააჩნიათ.

ვაშინგტონში მაროკოს ელჩი აზიზ მეკორი საჰარას რეგიონში შექმნილი ვითარებით არის შეშფოთებული. ეს არეალი უკვე იქცა კონდრაბანდისტების და ნარკოტრაფიკერების მნიშვნელოვან ტრასად ევროპის ქვეყნებისაკენ. ელჩი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებით „აყიმის“ ქსელი სარგებლობს. ალჟირის, მალის, მავრიტანიის და ნიგერის ლიდერები უკვე იწყებენ ამ პრობლემის წინააღმდეგ ერთობლივი კონტრღონისძიებების შემუშავებას.

XS
SM
MD
LG