ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ჯალალაბადში, ავღანეთის სამთავრობო შენობაზე


სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთში მომხდარ თავდასხმაში. ოფიციალური მონაცემებით, დაჭრილია კიდევ 10 ადამიანი.

თავდასხმა ჯალალაბადის პროვინციაში მოხდა. უსაფრთხოების ძალები მოიერიშეებს რამდენიმე საათის განმავლობაში საპასუხო სროლით იგერიებდნენ.

დღევანდელი თავდასხმა უკვე მეორეა ბოლო ორი დღის მანძილზე. სამშაბათს ქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის გამოც 10 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. არცერთ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა რეგიონში მსგავსი აფეთქებების ორგანიზატორი ძირითადად თალიბანია, ან დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მებრძოლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG