ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ავღანეთის ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამთავრობო ძალების 30 ჯარისკაცი დაიღუპა. იერიშები სავარაუდოდ თალიბებმა განახორციელეს.

ბადღისის პროვინციის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეტევა სამშაბათს საღამოს დაიწყო და ოთხშაბათს დილამდე გრძელდებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანს ჯერჯერობით არ აუღია, თუმცა რეგიონში მსგავს თავდასხმებს, როგორც წესი, თალიბები აწყობენ. იერიში მუსლიმთა დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებისთანავე განხორციელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG