ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა


თეირანში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
თეირანში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

ირანის პოლიციამ თეირანში გამართული დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ირანის უშიშროების ძალები თეირანის ქუჩებში განლაგდნენ და ოპოზიციის ლიდერების სახლებს ალყა შემოარტყეს, რათა არ დაეშვათ დემონსტრაციის მოწყობა არაბულ ქვეყნებში გამართული გამოსვლების მხარდასაჭერად. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლეტებზე ამხედრებული ირანელი პოლიციელები დილიდან პატრულირებდნენ ქალაქის ქუჩებში. ირანის ოპოზიციის ლიდერებმა ჰუსეინ მუსავიმ და მაჰდი ქარუბიმ რეფორმისტების მხარდაამჭერებს საერთო სოლიდარობის გამოხატვისკენ და დემონსტრაციებისკენ მოუწოდეს, რათა ამ გზით მხარი დაეჭირათ ეგვიპტეში და ტუნისში მომხდარი პროცესების მიმართა

XS
SM
MD
LG