ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრეტა თანბერგი ანგელა მერკელს შეხვდა


კლიმატური ცვლილებების ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა თანბერგი და მასთან ერთად სამი თინეიჯერი აქტივისტი, 90-წუთიან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. შეხვედრა ბერლინში შედგა და თინეიჯერმა აქტივისტებმა გერმანიის მმართველს მოუწოდეს უფრო ეფექტური და მკაცრი ნაბიჯები გადადგას კლიმატური ცვლილებების პრობლემების აღმოსაფხვრელად.

გრეტა თანბერგთან ერთად, შეხვედრაზე იყვნენ: ლუისა ნეუბაიერი გერმანიიდან, ასევე ანუნა დე უევერ ვან დერ ჰეიდენი და ადელაიდ ჩარლიერი ბელგიიდან. შეხვედრის დროს კანცლერს გოგონებმა ის ღია წერილი წაუკითხეს, რომელიც მათ გასულ თვეს მსოფლიოს ლიდერებისთვის დაწერეს.

წერილი მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის სუბსიდირება, შეწყვიტონ მის მოსაპოვებლად ინვესტიციები და შექმნან გარემოს ნახშირბადით დაბინძურებასთან ბრძოლის ყოველწიური, სავალდებულო ბიუჯეტი. წერილს 125,000 ადამიანის ხელმოწერა აქვს. მათ შორის არიან მეცნიერები, მკვლევარები, თუ სხვადასხვა დარგის ინტელექტუალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელოვნების დარგებში მომუშავე ადამიანები.

ამჟამად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის პრეზიდენტის როლს ითავსებს. პრეზიდენტობა გარდამავალია და ქვეყნები ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლებიან. მერკელი აქამდე ხშირად აქებდა ახალგაზრდა აქტივისტებს იმისთვის, რომ ისინი აიძულებდნენ პოლიტიკოსებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ემოქმედათ.

ვინ არის გრეტა თანბერგი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:33 0:00

შეხვედრის შემდეგ თანბერგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან მოუწოდა ანგელა მერკელს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ლიდერებს, რომ კლიმატის გარშემო არსებულ სიტუაციას ისე შეხედონ, როგორც კრიზისს, გამოვიდნენ „საკუთარი კომფორტის ზონიდან და მომავალს პრიორიტეტი ახლავე მიანიჭონ“, იყვნენ საკმარისად თამამები იმისთვის, რომ გრძელვადიან თემებზე იფიქრონ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გრეტა თანბერგის მიერ დაწყებული, ტრადიციული პარასკევის საპროტესტო გამოსვლები, დროებით შეწყდა. ეს გამოსვლები, რომელიც თავიდან მხოლოდ თანბერგმა, მარტოდმარტო დაიწყო, შემდეგ მთელ მსოფლიოს მოედო და კლიმატის თინეიჯერი ქტივისტები არსებულ მდგომარეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპროტესტებდნენ ხოლმე.

"ჩვენი სახლი იწვის" - გრეტას მიმართვა მსოფლიოს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:03 0:00

კლიმატური ცვლილებების აქტივისტი გრეტა თანბერგი, პირველად მსოფლიომ 2018 წელს გაიცნო. მან პარასკეობით სკოლის გაცდენა დაიწყო და საპროტესტო აქციებს აწყობდა შვედეთის პარლამენტის წინ, კლიმატის ცვლილებებზე ადეკვატური ქმედების დაწყების მოთხოვნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG