ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო ექსპერტები რობოტული იარაღის საფრთხეებზე საუბრობენ


დროთა განმავლობაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაში ადამიანის როლი შეიძლება გაქრეს

თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები უპრეცედენტო ტემპით ვითარდება. მალე შეიძლება რობოტულმა იარაღმა სამხედრო მისიები ადამიანის მართვის გარეშე შეასრულოს. როგორ აფასებენ ამ შესაძლებლობას ექსპერტები და რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს რობოტულ სამხედრო ტექნოლოგიას? ჩვენი სიუჟეტი დეტალებით.

ამ ვიდეო ჩანაწერში ისრაელსა და ღაზას შორის ცოტა ხნის წინ მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებაა ასახული. ისრაელის რაკეტა ღაზადან ნასროლ ქობინს აფეთქებს.

რაკეტა ისრაელის „რკინის გუმბათის“ მიერაა გასროლილი. ის ავტომატურ რეჟიმში ადგენს მომავალ საფრთხეს და ოპერატორს განგაშის სიგნალს უგზავნის, რის შემდეგაც გასროლის გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს.

სამხედრო არსენალში ამერიკა აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, იგივე დრონებს.

ისინი დაზვერვისთვის, სამიზეების ამოცნობისა და ლეტალური ძალის გამოყენებისთვისაა შექმნილი. მაგრამ მათ ადამიანის ბრძანების გარეშე ძალია გამოყენება არ შეუძლიათ. დევიდ მეფამი ფიუმან რაიტს ვოჩის დირექტორია. ის ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ამ ტექნოლოგიების გამოყენებაში ადამიანის როლი შეიძლება გაქრეს:

„დრონები სრულიად ავტომატიზირებული იარაღი არ არის. მათ ადამიანები მართავენ სამიზნის მონახვისა და მის წინააღმდე ლეტალური ძალის გამოყენების დროს. მაგრამ მათი სრული ავტომატიზირება შესაძლებელია, თუმცა ეს ტექნოლოგიების რამდენიმე თაობის გამოცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მომავალში ისეთი იარაღი შეიძლება შეიქმნას, რომელიც ადამიანის მონაწილეობას ბოლომდე გამორიცხავს.“

ამისი ნიშნები უკვე არსებობს. ამერიკის საზღვაო ძალები იყენებს ახალი თაობის X47B ტიპის დრონს, რომელსაც აფრენა ავიამზიდიდან შეუძლია და მისიებს დამოუკიდებლად - ადამიანის ჩარევის გარეშე ასრულებს. მათ მეტსახელად „ბიგ დოგს“ იგივე დიდ ძაღლს უწოდებენ. ისინი წინასწარ არიან დაპროგრამებული თუ რა სახის დავალება უნდა შეასრულონ. ამჟამად ისინი შეიარაღებული არ არიან, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მალე დრონებს მომაკვდინეებლი ძალის გამოყენების ავტონომური საშუალება მიეცეს.

„ომის კონტექსტში ბარბაროსებისგან ის განგვასხვავებს, რომ ერთმანეთისგან ვანსხვავებთ მებრძოლს და სამოქალქო პირს. რობოტული იარაღის გამოგონების შემთხვევაში იმის საშიშროება ჩნდება, რომ იარაღმა ერთმანეთისგან ვერ განასხვაოს ბავშვი, რომელსაც ხელში ნაყინი უჭირავს და მეომარი, რომელსაც იარაღი აქვს მომარჯვებული.“

ამერიკამ გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში არ გეგმავს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც ადამიანის გარეშე მიიღებენ ლეტალური ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას. ჰუმან რაიტს ვოჩი ამბობს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ხელშეკრულება უნდა დადოს იმაზე, რომ ქვეყნები ასეთ იარაღს არასოდეს გამოიყენებენ და რობოტებს 21ე საუკუნის სიკვდილის მანქანებად არ აქცევენ. სამხედრო ანალიტიკოსი უგო როზემონტი ამბობს, რომ ამ თემაზე საჯარო განხილვები უნდა შედგეს:

„საჯაროდ უნდა იქნას განხილული რობოტული ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, სტიქიური უბედურების ან საგანგებო ვითარების დროს.“

ის ამბობს, რომ ავტონომურ რობოტებს ადამიანებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად შარშან, საფრანგეთმა იაპონიაში ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორის ავარიის დროს ასეთი რობოტები გაგზავნა დახმარების აღმოსაჩენად. ასე რომ, ომის გარდა, უამრავი ისეთი საქმეა, რომლებისთვისაც რობოტების მუშაობა უფრო მისაღების ვიდრე ადამიანების.

XS
SM
MD
LG