ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში პარლამენტთან ორი კონტრაქცია ტარდება


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

თბილისში პარლამენტის წინ ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წარმომადგენლები მეორე დღეა აგრძელებენ აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის”, რომლითაც კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცდანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებულ ოპერაციას აპროტესტებენ.

მათ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 12 მაისის ოპერაციის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ მომენტში პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს ულტრანაციონალისტური ჯგუფები არიან შეკრებილი. ისინი “მამაო ჩვენოს” კითხულობენ. არსებული ინფორმაციით მათი თავყრილობა ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებით გამოირჩევა. კონტრაქციის წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG