ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვ პირველი არის და იქნება ისეთი, როგორიც არის,"- ვატო წერეთელი


"ტვ პირველი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ არხის დამფუძნებელის, ვატო წერეთლის მამას და ცნობილ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

მუქარა ბიზნესმენზე ცოტა ხნის წინ განხორციელდა. ვატო წერეთელმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა:

"ჯერ იყო და სასამართლოდან გულის შეტევით მოახვედრა "ქართულმა ოცნებამ" ეს ადამიანი საავადმყოფოში და გადარჩა ეს ადამიანი. ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას! არაფერი არ გამოუვა "ქართულ ოცნებას." ერთი საათია მოხდა უკვე ეს ინციდენტი და არავინ მოსულა, არც დაურეკიათ. შეეშვან ჩემი ოჯახის დევნას. "ტვ პირველი" არის და იქნება ისეთი, როგორიც არის," - თქვა ვატო წერეთელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც თემაზე საუბარს თავი აარიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG