ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსერვატიული ჯგუფები კონგრესს მიმართავენ


ამერიკელი რესპუბლიკელები შემოსავლების სააგენტოსგან განმარტებას ითხოვენ

სამშაბათს ამერიკის კონსერვატიულმა ჯგუფებმა კონგრესის საბჭოს განუცხადეს, რომ საგადასახადო შემოსავლების საგენტომ ისინი შეურაცხყო, როდესაც მათი გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ საკითხი ეჭვქვეშ დააყენა.

მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაციათა განცხადებით, შიდა შემოსავლების სამსახურის აგენტები მათ წევრებს ხშირად დამთრგუნველ შეკითხვებს უსვამდნენ. შეკითხვები დონორების და მოხალისეების შესახებ ინფორმაციას და შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მათ შეხედულებებს ეხებოდა.

საგადასახადო სააგენტომ კონსერვატიულ ჯგუფებზე შეტევების გამო ბოდიში მოიხადა. თუმცა, პრეზიდენტ ობამას რესპუბლიკელი ოპონენტები მოითხოვენ დადგინდეს, თუ ვინ გასცა ოფიციალურად ეს ბრძანება და იყვნენ, თუ არა ეს ოფიციალური პირები, პრეზიდენტ ობამას ხელახალი არჩევით დაინტერესებული.

XS
SM
MD
LG