ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელსაც ირანისთვის ქობინების ნაწილების მიყიდვაში ედება ბრალი, აცხადებს, რომ მისი ამერიკაში ექსტრადიცია „უსინდისობაა.“
კრისტოფერ ტაპინი პარასკევს ლონდონიდან ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში გადაიყვანეს. ლონდონიდან გამოფრენემდე მან ბრიტანეთის მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბრიტანელებს ამერიკასთან ექსტრადიციის ხელშეკრულება უნდა გაეუქმებინათ.
„კონსერვატორების მთავრობა ხელისუფლებაში იმ დაპირებით მოვიდა, რომ კანონებს შეცვლიდა. მათ კი არაფერი გააკეთეს, მეც გამწირეს და თვენც გიღალატეს,“ განაცხადა 65 წლის ტაპინმა.