ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა გატაცებული წყვილის ვიდეო გამოაქვეყნა


ავღანეთის თალიბანის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციამ გატაცებული ამერიკელ-კანადელი წყვილის და მათი ორი შვილის ვიდეო გამოაქვეყნა, რათა მათი ტყვეობისადმი ყურადღება განეახლებინა და ამ დაჯგუფების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გატაცებულების ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლა მოეხდინა.

ვიდეო ორშაბათს გამოჩნდა, რომელშიც ამერიკელი ქეითლან კოლემანი, მისი კანადელი ქმარი, ჯოშუა ბოილი და მათი ორი შვილი, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან, საკუთარ მთავრობებს სთხოვენ გამტაცებლებთან მოლაპარაკება გამართონ.

XS
SM
MD
LG