ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი გაეროს ჰუმანიტარულ მისიას უსაფრთხოებას პირდება


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა თალიბანის ლიდერებისგან მიიღო პირობა, რომ ისინი ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლთა უსაფრთხოებას უზურნველყოფენ.

მარტინ გრიფიტსი თალიბებს კვირას პირისპირ შეხვდა. მათ შორის მოლაპარაკება ქაბულში გამართა. გრიფიტსი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მყოფ ქვეყანაში, რომელზე კონტროლიც სულ ცოტა ხნის წინ მკაცრმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო, კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ, გაეროს პრესსპიკერი ავრცელებს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ჰუმანიტარული პერსონალის უსაფრთხოება და ჰუმანიტარულ დახმარებაზე იმ ადამიანების წვდომა, ვისაც ეს სჭირდება, გარანტირებული იქნება. ასევე, პირობის მიხედვით, მისიის წარმომადგენლებისთვის, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, გარანტირებული იქნება გადაადგილების თავისუფლება“ - ნათქვამის გაეროს პრესსპიკერის განცხადებაში.

სპიკერი განცხადებაში ამბობს, რომ შეხვედრაზე გრიფიტსმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას. ამასთან, მან მოუწოდა ყველა მხარეს, უზრუნველყონ ქალთა უფლებები და უსაფრთხოება - როგორც მისიაში ჩართულების, ასევე სამოქალაქო პირების. 1996-2001 წელს, თალიბანის პირველი მმართველობის განმავლობაში, ქალთა უფლებები მკვეთრად იყო შეზღუდული.

თალიბანის დელეგაციამ, ჯგუფის თანადამფუძნებლის, მულა აბდულ ღანი ბარადარის ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა გაეროს ოფიციალურ პირებს, „ავღანელი ხალხისთვის დაპირებული ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისთვის". სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში, თალიბანის სპიკერი წერს, რომ დაჯგუფებამ გაეროს წარმომადგენლები „დაარწმუნა სამომავლო თანამშრომლობასა და ყველა საჭირო საშუალებით უზრუნველყოფაში.“

გაეროს აცხადებს, რომ ავღანეთში 18 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ კრიზისს განიდის, ეს საერთო მოსახლეობის ნახევარია.

ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ქაბულზე კონტროლს თალიბანი აიღებდა, ქვეყანა საგარეო დახმარებაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40% მაშინაც უცხოურ დახმარებაზე მოდიოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG