ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი უარყოფს მულა ომარის სიკვდილს


თალიბანი უარყოფს მულა ომარის სიკვდილს
თალიბანი უარყოფს მულა ომარის სიკვდილს

თალიბანი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოძრაობის ლიდერი მულა ომარი პაკისტანში განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა მოკლული.

თალიბი მეამბოხეების განცხადებით ომარის სიკვდილის შესახებ გაკეთებული განცხადება დასავლური პროპაგანდის ნაწილია და რომ მულა ომარი ცოცხალია და აგრძელებს თალიბი მეამბოხეების მიერ ავღანეთში წარმოებული ოპერაციების მართვას.

ავღანურმა საინფორმაციო სააგენტო ტოლომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ თალიბთა ლიდერი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოკლეს.

ავღანეთში თალიბთა მოძრაობის ლიდერ მულა ომარის ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული.

XS
SM
MD
LG